თევზის ფილეს ბურთები

Picture
ინგრიდიენტები:

500გრ თევზის ფილე
2 ცალი ხახვი
2 ცალი კვერცხი
5 ცალი მჟავე კიტრი
1 ცალი მაიონეზი
200 გრ მაგარი ყველი
 მწცანილი,მარილი პილპილი.

მომზადების წესი:

   თევზის ფილე დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ხახვთან ერთად ავურიოთ ვლენდერში.ბლენდერშივე დავუმატოთ კვერცხი,გახეხილი ყველი,ლაიმის წვენი,მარილი და წიტელი წიწაკა.ერთად არეული მასა ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ გახურებულ ტაფაზე.
    სოუსისთვის გავხეხოთ კიტრი,დავუმათოტ მაიონეზი მარილი და მწვანილი.

                                                                    გემრიელად მიირთვით

ფარელის ფილე ბოსტნეულით

ინგრიდიენტები:

500გრ ფილე
500გრ ლობიო
300გრ პატარა ტკბილი ფომიდორი
100გრ ზეთის ხილი
10-15 ცალი შავი პილპილის მარცვალი
1/2 ლიმონის წვენი
3-4 ს.კ ზეითუუნის ზეთი

მომზადების წესი:

თევზის ფილე ვხარშოთ 5-7 წუთის განმავლობაში.ერთად ავურიოთ პილპილის მარცვლები,3-4 ს.კ ზეითუნის ზეთი.ზეთის ხილი, ლობიო და ფომიდორი ერთად ავურიოთ.ფილე დავჭრათ ფატარა ნაჭრებად.აირღუმელი გავათბოთ წინასწარ.ჯარონაზე წავუსვათ ცხიმი.ერთ მხარეზე დავალაგოთ თევზი, მეორეზე ბოსტნეული.თევზს მოვასხათ ლიმონის წვენი და მოვაყაროთ მარილი.ზემოდან დავასხათ ზეითუნის ზეთი.პომიდორი დავალაგოთ თევზისა და ბოსტნეულის ზემოდან.აირღუმელში თევზი გავაჩეროთ 20 წუთი.

                                                      გემრიელად მიირთვით


კვერცხები კიბირჩხალის კალათაში

ინგრიდიენტები:
8 ცალი კვერცხი
250 გრ კიბორჩხალის ჩხირები
80 გრ წითელი იკრა
8 ცალი კალათი(ფხვიერი ცომის)
მომზადების წესი:
კვერცხები მოვხარსოთ მაგრად.წვრილად დავჭრათ კიბორჩხალის ჩხირები ავურიოთ მაიონეზში და კოვზით ჩავდოთ გამომცხარი ფორმის ძირში. ზემოდან დავადოთ კვერცხი .ფორმის დარჩენილი სიცარიელე ამოვავსოთ იკრით.გავაფორმოთ მწვანილით .
                                                                                            გემრიელად მიირთვით


კალმარები ბრინჯით

ინგრიდიენტები:
ბრინჯი
250 გრ კალმარი
80 გრ კიტრის პიკული
40გრ მწვანე ბარდა(გაროხი)
30 გრ კონსერვირებული სიმინდი
150გრ მაიონეზი
3ცალი მოხარშული კვერცხი
მარილი
პილპილი
მომზადებიც წესი:
კალმარებს მოვაძროთ კანი,ჩავყაროთ მარილიან წყალში და ვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში.მოხარშულ ბრინჯს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კალმარები,კიტრი.ბარდა,სიმინდი და კვერცხი.სალათს დავუმატოთ მაიონეზი. მარილი და პილპილი.სუფრაზე გატანის წინ გავაფორმოთ მჟავე კიტრით და მწვანილით.
                                                                                               გემრიელად მიირთვით


თევზის  სალათი"ნინა"

ინგრიდიენტები:
1ქილა სოკოს მარინადი
3დიდი თავი ხახვი
4-5 კბილი ნიორი
100გრ ბრინჯი
1დიდი მაიონეზი
300გრ ტევზის ფილე
ხმელი სუნელი,მარილი პოლპილი
100გრ სუხარი
2კვერცხის გული
მომზადების წესი:
1.მოვხრაკოთ რკალებად დაჭრილი ხახვი და ნიორი ერთად
2.მოვხრაკოთ სოკო
3.მარილიან წყალსში მოვხარშოთ ბრინჯი
4.ათკვეფილ კვერცხსა და სუხარში ამოვლებული თევზის ნაჭრები შევწვათ ზეთ დასხმულ გახურებულ ტაფაზე.
5.მაიონეზში ავულიოთ მარილი.ფილფილი და უცხო სუნელი
6.ოვალური ფორმის კედლებიან ლარნაკში ფენებად ჩავალაგოთ :ხახვი,ბრინჯი და სოკო.
7.ბოლო ფენას თავზე დავადოთ სემწვარი თევზის ფილეს ნაჭრები და მოვასხათ მაიონეზი
                                                                                                გემრიელად მიირთვით