ვანილის ნაყინი

ინგრიდიენტები:

1 კგ ვანილის ნაყინი
100 გრ კურაგა
100გრ ქიშმიში
100გრ ბანანის ჩირი
100გრ ანანასის ჩირი
100გრ ფინიკი
100გრ შავი ქლიავის ჩირი
50მლ რომი

მომზადების წესი:
 
           როგორ გავაკეთოთ ჩვეულებრივი ნაყინისგან სადღესასწაულო ნაყინი?
 
  რომი შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი კონიაკით.დავაყენოთ შავი ჩაის ნაყენი. ჩავალბოთ მასში შავი ქლიავის ჩირი. კონიაკში ჩავალბოთ ქიშმიში. ნაყინს გადავურიოთ ჩამბალი ჩირები და შევდგათ საყინულეში.
       ჩირები და თხილი დავაქუცმაცოთ ბლენდერის საშუალებით.გამოვიღოთ ნაყინი.შევურიოთ 100 გრ წვრილად დაფხვნილი შოკილადი, ჩირების და თხილის მასა და კიდევ ერტი საატის განმავლობაში შევდგათ მაცივარში.

                             გემრიელად მიირთვით  



ნაყინი "ნინა''

შემადგენლობა:

400გრ ნაღები
4 ცალი კვერცხის გული
300გრ შესქელებული რძე(სგუშონი)
2 ცალი ლაიმა
90 მლ ტეკილა
45მლ ლიქიორი

მომზადების წესი:

   იმ სშემთხვევაში თუ ამ ნაყინს ბავშვებისთვის აკეთებთ, მაშინ ალკოჰოლის ნაცვლად დაუმატეთ: შოკოლადის ნატეხები,თხილი და ფორთოხლის ცედრა.
   ნაღები ვადუღოთ ნელ ცეცხლზე.ავთქვიფოთ კვერცხის გული და შევურიოთ ნაღები.ეს მასა გადავიტანოთ სუფთა ქვაბში და ისევ დავდგათ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ.ოდნავ გავაცივოთ და დავუმატოთ შესქელებული რძე,წვრილად გახეხილი ლაიმის ქერქი , წვენი,ტეკილა და ლიქიორი.
    მასა მოვათავსოთ ყალიბში და საყინულეში შევდგათ 6-8 საათის განმავლობაში. ყოველ საათში ერთხელ მასა გადავურიოთ რათა გამოვიდეს ერთგვაროვანი.
   

                                                  გემრიელად მიირთვით